დეკანოზი გიორგი მამალაძე 20 დეკემბერს სასამართლო სხდომას არ დაესწრება

13:08, 18.12.2017

დეკანოზი გიორგი მამალაძე 20 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას არ დაესწრება, – ამის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად საქმის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ე.წ ციანიდის საქმეზე სხდომა სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობების განხილვით 20 დეკემბერს 15:00 საათზე განახლდება. პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართება.

მსგავსი