20-21 ივნისის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და სხვა დაკავებულების სასამართლო განხილვა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. პროკურორის განცხადებით, სხდომაზე 7 სამართალდამცველი დაიკითხა. ასევე დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ვაჟა თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. დაცვის მხარის განმარტებით, გამომძიებლის ციხეზე მისვლაზე ინფორმაცია არ ქონდათ.

შეგახსენებთ საქმეზე 4 ბრალდებულია დაკავებული. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.