გიორგი რურუას საქმე

სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან. ერთი პოლიციელია და ერთი კერძო ობიექტის თანამშრომელი, საიდანაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს. არაა გამორიცხული, დაცვის მხარემ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებიც წარმოადგინოს.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.