შავაძის მკვლელობის საქმე

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარადგინა.

პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, ბრალდებულების დანაშაულს ადასტურებს. როგორც ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში მიუთითა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შავაძეს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ, მისი პიროვნების შესწავლა აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ პატარიძეს დაევალა. პროკურორმა მიუთითა, როგორ დაესხნენ თავს შავაძეს ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაიყვანეს თბილისისკენ და ქობულეთის გზაზე მოახდინეს მისი ლიკვიდირება. შესავალი სიტყვა წარადგინეს ბრალდებულების ადვოკატებმაც, ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სამართლებრივ დავას განაგრძობს.