2022 წლის სექტემბერში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გერმანელმა პროკურორებმა აფეთქებაში მთავარ ეჭვმიტანილად უკრაინის მოქალაქე დაასახელეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება მთავარი ეჭვმიტანილი, თუმცა ირკვევა, რომ გაზსადენის აფეთქების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობდა. პარალელურად, ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა. ოფიციალური კიევი აფეთქებაში მონაწილეობას უარყოფს და გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ დივერსიაში რუსეთს ადანაშაულებს.