აფხაზეთის ომის დროს დაკარგული მებრძოლების ნეშტებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე ერთ საათში დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 12 საათიდან მიმდინარეობდა.
სამძიმრის გამოსათქმელად დილიდან ხალხმრავლობა იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც პოლიტიკური ფიგურები, ასევე რიგითი მოქალაქეები.
22 მოქალაქის ნეშტი იდენტიფიცირებულია და მათი გადმოსვენება ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის დახმარებით მოხერხდა.