საჩუქრები საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის

საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებამ თბილისის 41-ე საჯარო სკოლის 600-მდე უკრაინელ ბავშვსა და 30 უკრაინელ მასწავლებელს საახალწლო საჩუქრები გადასცა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო ცენტრების მოწყობას საქართველოში შემომსვლელი უკრაინელებისათვის, სადაც ხდება უკრაინელების ინფორმირება სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, პირველი მოხმარების ჰიგიენური ნივთების გადაცემა. პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცეების მოწყობას და მათზე ზრუნვას.