მსახურება სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტები დალოცეს. ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა დალოცა და მათ მისაღებ გამოცდებში წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.