აფხაზეთის ომში დაკარგული საქართველოს კიდევ 22 მოქალაქის ნეშტი იდენტიფიცირებულია

18:10, 25.04.2018

აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული საქართველოს კიდევ 22 მოქალაქის ნეშტი იდენტიფიცირებულია.

ოკუპირებული აფხაზეთიდან წითელი ჯვრის დახმარებით გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მათ ხვალ სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

საერთაშორისო ექსპერტიზის პასუხები დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს სამხარაულის ბიუროში გადასცეს.

2013 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის დახმარებით სულ 325 დაღუპული მოქალაქის ნეშტია მოძიებული. 148 დაღუპულის ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია.

მსგავსი