„სიჩუმის რეზოლუცია“

ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის თვალით დანახული აფხაზეთი.

შემდეგ რეპორტაჟში თქვენ ნახავთ ოკუპირებულ რეგიონში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს, რომელთა ნაწილი დღემდე არსად გამოქვეყნებულა.

ორელიან ვილეტი ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით იმყოფებოდა. ერთი თვის განმავლობაში მან 400-მდე სურათი გადაიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობების და მიტოვებული ადგილების ამსახველი ფოტოები სექტემბერში ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს. გამოფენა ეროვნულ მუზეუმში იგეგმება. ეს არ არის ფონდ ევროარტის ერთადერთი პროექტი, რომელშიც ფოტოხელოვანი მონაწილეობს.

ორელინ ვილეტის ფოტოობიექტივში თბილისის ისტორიული ადგილებიც მოხვდა.

ფრანგ ფოტოხელოვანს ქეთევან ქარდავა შეხვდა.