სულთმოფენობის დღესასწაული

დღეს სულთმოფენობაა, საქართველოში მოქმედ ტაძრებსა და ეკლესიებში დილიდან საზეიმო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა კათოლიკოს პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინეს და მრევლს ქადაგებით მიმართეს. სულთმოფენობა  ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ამაღლებიდან 50-ე დღეს აღინიშნება.