დღეს სულთმოფენობაა, საქართველოში მოქმედ ტაძრებსა და ეკლესიებში დილიდან საზეიმო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა კათოლიკოს პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინეს და მრევლს ქადაგებით მიმართეს. სულთმოფენობა ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ამაღლებიდან 50-ე დღეს აღინიშნება.