პატრიარქის წერილი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა და მათ საქართველოსთვის ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. პატრიარქის მიმართვაში ვკითხულობთ: „ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.