მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის

მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება – ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია 23:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ლიტურგიას სიონის ტაძარში დაესწრება. სწორედ ეკლესიებიდან გადანაწილდება მრევლში მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული ცეცხლი, რომელსაც ქართველი პილიგრიმები საქართველოში ჩამოიტანენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საერო და სასულიერო პირები დახვდებიან.

სიონში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და ახლა პირდაპირ ეთერში კესო ქაფიანიძე შემოგვიერთდება.