ძალადობის პრევენცია ხანდაზმულებში – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ფოტოკონკურსი ჩაატარა და სამი გამარჯვებული გამოავლინა. პროექტის ფარგლებში ტარდება კვლევაც, რომელმაც ის პრობლემები უნდა გამოკვეთოს, რასაც ხანდაზმულები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, პანდემიის პერიოდში მოხუცებულები უფრო მეტ ძალადობას აწყდებოდნენ და გართულებული ჰქონდათ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. პროექტის პარტნიორები ავსტრიის წითელი ჯვარი და სოციალური სამინისტრო არიან.