უკრაინელ დევნილთა საინფორმაციო ცენტრი აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ დევნილთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, უკრაინელებს ექნებათ საშუალება, ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე მოხდება ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთების გადაცემა.

საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ასევე ლარსის გამშვებ პუნქტთან. პროექტის ხელმძღვანელია წითელი ჯვარი.