სამუშაო შეხვედრა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით, კოვიდპანდემიაზე რეაგირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი ეროვნული საზოგადოების – საქართველოს წითელი ჯვრის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების წარმომადგენლები ეროვნულ დონეზე, Covid-19 პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგნენ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების მდგრადობის შენარჩუნების შესაძლებლობებიც.