სამებაში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა [ფოტო]
სამებაში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა [ფოტო]

სამების საკათედრო ტაძარში 1992-1993 წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნეშტთა იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ დასრულდა: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული მებრძოლების ნეშტებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 16:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.