სამებაში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამებაში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

1992-93 წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს გაუჩინარებული 12 პირის ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო დანარჩენებს ოჯახების გადაწყვეტილებით  – საგვარეულო სასაფლაოებზე.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნეშტთა იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ დასრულდა: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).