სამებაში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
1992-93 წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს გაუჩინარებული 12 პირის ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო დანარჩენებს ოჯახების გადაწყვეტილებით – საგვარეულო სასაფლაოებზე.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნეშტთა იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ დასრულდა: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).