საქართველოს პრეზიდენტმა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ოთხი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.