სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრეს

14:00, 28.03.2024

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრეს.

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

მსგავსი