სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში აფეთქება მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა. დაშავდა სახლში მყოფი ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.