სიღნაღის თეატრალური ფესტივალი

სამოყვარულო და სახალხო დასებისთვის „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ დაარსდა.

გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ერთად მიიღო. ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად სიღნაღში, ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. გამარჯვებულებს სპეციალური ხუთ კაციანი ჟიური, ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს.