ხუთი ადამიანი დაშავდა დღეს სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად. კერძო სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა, არავინ ცხოვრობდა, იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დაშავებულებიც სწორედ მუშები არიან. დაზიანებები მიიღო ორმა მეზობელმაც. დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება.
გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ.