ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტაბილურია ბავშვების მდგომარეობა. რაც შეეხება კიდევ სამ ქალბატონს, ორს მსუბუქი დაზიანებები აქვს, კიდევ ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.
უშუალოდ მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს. გავრცელებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მერაბ წულუკიძე მუშაობს შემთხვევის ადგილზე.