აფეთქება ბათუმში - ფოტოამბავი
აფეთქება ბათუმში - ფოტოამბავი

ბათუმში, აფეთქების შედეგად ახვლედიანის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომანქანები, ჩაიმსხვრა მეზობელი სახლების ფანჯრების მინები.

ხუთი დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვი ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აფეთქებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აირის გამოყენების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ედუ კოჩალაძე