აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში

სამი დაშავებული და რამდენიმე დამწვარი ბინა – ვაზისუბანში მდებარე ცხრა სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია. თავდაპირველად ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა, რის შემდეგაც სხვა სართულებზეც გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსიდან უკვე მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია. გამოძიება დაიწყო. როგორც ადგილზე მცხოვრებლები ყვებიან, გუშინ კორპუსს გეგმიური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.

„მოამბე“ შემთხვევის ადგილიდან, – თათია ტაბეშაძე არკვევს დეტალებს.