საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები - შეხვედრა ბაქოში

მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია, ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებს. ამ პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი სწორედ საქართველოს უჭირავს. ქართული დელეგაცია დღეს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეცხრე მინისტერიალში მონაწილეობდა. აზერბაიჯანში გამართული მაღალი დონის შეკრება, სწორედ ევროპისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდას და სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებას გულისხმობს. საბოლოო მიზანი ევროპისთვის 20 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის მიწოდებაა. მილსადენის ნაწილი ჩვენს ქვეყანაზე გადის და ამ ფონზე რეგიონში საქართველოს როლი კიდევ უფრო იზრდება.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა შესაძლებლობები ჩნდება ჩვენი ქვეყნისთვის და რა დამატებით სარგებელს მიიღებს საქართველო.