ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა [ფოტო]

15:10, 10.12.2017

ბათუმში, ჯინჭარაძის 12 ნომერში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

წინასწარი ცნობით, არიან დაშავებულები.

ჩამონგრეულია შენობის ფასადის ნაწილი, დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომანქანები.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

მსგავსი