ახალი თბოსადგურის ასაშენებლად აუქხიონი ცხადდება

21:52, 02.06.2023

ბუნებრივი აირის ნაკლები დანახარჯი და გამომუშავებული მეტი ელექტროენერგია – გარდაბანში ახალი ტექნოლოგიით თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

საუბარია ენერგოეფექტურ ობიექტზე, რომლის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის გამოცხადებას აპირებს. ეს ქვეყნის მასშტაბით მეშვიდე თბოელექტროსადგური იქნება, რომელმაც წლების წინ მოწყობილი ძველი, ე.წ. ღია ციკლის სადგურებისგან გასხვავებით, ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი უნდა შეამციროს. ობიექტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა, თუმცა პროექტი მოგვიანებით შეჩერდა და მასში გარკვეული კორექტივები შევიდა.

 

მსგავსი