სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი

გარდაბანში სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მცირე თეატრალური პერფორმანსი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული კუთხე, გასართობი შოუ-პროგრამა პატარებისთვის და ჩემპიონატი ნარდსა და შაშში, რომელში გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გაიმართა კოცონის ანთების ცერემონიალი. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების და სამუსიკო სკოლების კონცერტით დასრულდა.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულია.