ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მცხოვრებლები უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებენ.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და ბოლო მონაცემებით რეგიონში აბონენტთა 80% უკვე გაზიფიცირებულია. სამუშაოები ერთდროულად ოთხ რეგიონში მიმდინარეობს. შედეგად, 2025 წლისთვის ქვეყანაში გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს.