ინტოქსიკაციის შემთხვევა იმერეთში

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა იმერეთში – ქუთაისში ერთი ოჯახის ხუთი წევრია მოწამლული, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მათ მეზობლებთან კონტაქტზე გასვლა შეძლეს, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ხუთივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები და ბინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.