მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე გადაადგილება ისევ შეზღუდულია. მიზეზი მეწყრული პროცესები გახდა. ჩამოშლილია ქვა-ღორღიანი მასა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ტვიშის თემს. გზის გაწმენდითი სამუშაოები, გეოლოგთა რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ამასთან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ტერასების მოწყობა. სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.