შემთხვევა თელავში

სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თელავში, ალაზნის გამზირზე 26-ე კორპუსის პირველ სართულზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ქალი სახლის მეპატრონემ ნახა, ვისგანაც ბინა ჰქონდა ნაქირავები. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ.