ბათუმში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულები ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შედარებით მძიმეა ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში, ჯინჭარაძის 12 ნომერში საცხოვრებელ სახლში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

სავარაუდოდ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ჩამონგრეულია შენობის ფასადის ნაწილი, დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომანქანები.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.