42° პარალელი - როგორ უყურებს ყარაბაღის კონფლიქტს ირანი?

1992 წლის თეირანის კომუნიკე ყარაბაღის კონფლიქტში სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი პირველი საფუძველმდებარე დოკუმენტია. კომუნიკე, შესაძლოა, პრაქტიკაში სუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ამით ირანმა კონფლიქტში საკუთარი ოფიციალური დიპლომატიური პოზიცია ღიად გამოხატა. მიუხედავად ამისა, თეირანის სამხედრო-პოლიტიკური მოტივები რეალობაში განსხვავებულია: ყარაბაღის კონფლიქტს ის პრაგმატული, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის პარადიგმაში სვამს, სადაც როგორც რუსულ-თურქული, ასევე დასავლური ინტერესები უნდა დაბალანსდეს. ყარაბაღის ომის მიმართ ირანული პერსპექტივა, პრაქტიკულად, სრულად ქვეყნის აზერბაიჯანთან ურთიერთობის ჭრილში განიხილება და მისი ქმედებები აქედან გამომდინარეობს.

42° პარალელი

დატოვე კომენტარი