საფრანგეთმა დააკავა რუსული ნავთობტანკერ „ტაგორის“ კაპიტანი, რომელიც მოსკოვის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევა
საფრანგეთმა დააკავა რუსული ნავთობტანკერ „ტაგორის“ კაპიტანი, რომელიც მოსკოვის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევა

საფრანგეთმა დააკავა რუსული ნავთობტანკერ „ტაგორის“ კაპიტანი, რომელიც მოსკოვის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევა.

„ჩრდილოვანი ფლოტი“ გემების ჯგუფია, რომელსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გასაყიდად იყენებს.

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ტაგორი“ გასულ კვირას ბრიტანეთის დახმარებით გააჩერეს. გემი კამერუნის ყალბი დროშით ცურავდა და კაპიტანი ბრძანებებს არ ემორჩილებოდა. გუშინ კი ბრეტანის პორტში შევიდა, სადაც კაპიტანი დააკავეს.

ნავთობტანკერის კაპიტანს შესაძლოა, ერთი წლამდე პატიმრობა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

რუსეთის საელჩომ კაპიტანთან კონსულის წვდომა მოითხოვა და ბრალდებები უსაფუძვლოდ შეაფასა.

როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, „ტაგორს“ სანქციების მიუხედავად რუსული ან ირანული ნავთობი გადაჰქონდა.