42° პარალელი - აია სოფია კვლავ მეჩეთია
  • აია სოფიას მუზეუმი თურქეთის რესპუბლიკის ქემალისტური საფუძვლების ერთ-ერთი საკვანძო განსხეულება იყო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების საჩვენებლად ქვეყნის სეკულარულ და მოდერნულ რაობას განასახიერებდა. იგი თურქეთის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვის აღმნიშვნელი სიმბოლოს წარმოადგენდა, რითაც ქვეყანა უცხოსადმი საკუთარ ღიაობას და მის კულტურულ მრავალფეროვნებას უსვამდა ხაზს. გადაწყვეტილება, რომელიც თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო და მუზეუმი თურქეთის ისლამურ დიანეთს გადასცა, მთლიანად ცვლის თურქეთის სახელმწიფოს არსს, არყევს მის ქემალისტურ საწყისებს, აკავშირებს მას ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობასთან და თურქეთს სხვა სახით წარმოაჩენს საერთაშორისო არენაზე.

42° პარალელი

დატოვე კომენტარი