ადრიატიკის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

23:51, 03.06.2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ადრიატიკის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა, ამის მიუხედავად, დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისისკენ გაემართნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.

პროექტი ეხება 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სასტუმრო კომპლექსს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ი ახორციელებს.

კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.

გარემოსდამცველები პროექტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ რამდენიმე ასეული ჰექტარი ხელუხლებელი სანაპირო ზოლი დაზარალდება.

მსგავსი