კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მსოფლიოში წითელას შემთხვევების საგანგაშო მატება შეინიშნება.
თუ სპეციალისტებს შეფასებებს დავეყრდნობით, მიზეზი ვაქცინაციის შემცირებული მაჩვენებელია. ევროპის კონტინენტზე გავრცელების პარალელურად, წითელას შემთხვევების რაოდენობა მზარდია საქართველოშიც. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ქვეყანაში ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან კი წითელას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტები პროგნოზია, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად მედიკოსები მოქალაქეებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებული აქცენტი მცირეწლოვნებზე კეთდება.