Covid-19-ის ახალი შტამი – ექიმების შეფასებები

22:02, 10.06.2025

მოსალოდნელია თუ არა კოვიდის ახალი შტამის გავრცელება.

რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება. კოვიდ 19-ის ქვეშტამი უკვე გავრცელდა აშშ-ში, ასევე აზიის ქვეყნებში. ეპიდემიოლოგების შეფასებით, კორონავირუსის ახალი სახეობა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, თუმცა მძიმე მიმდინარეობით ამ ეტაპზე არ ხასიათდება. ემუქრება თუ არა ახალი ვირუსის გავრცელება საქართველოსაც – ეპიდემილოგები განგაშის საფუძვლებს ვერ ხედავენ და დაბალ რისკებზე მიუთითებენ. თუმცა მოქალაქეთა ნაწილი გაფრთხილებას უკვე იღებს.

მსგავსი