ხერსონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი

00:51, 04.06.2026

რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა.

იერიშების სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველები უკიდურესად რთულ პირობებში, განმეორებითი დარტყმების საფრთხის ქვეშ მუშაობდნენ.

დაშავებულ მოქალაქეებს პირველადი დახმარება გაეწიათ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

მსგავსი