აღკვეთის ღონისძიება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კიდევ ერთი ექიმის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გირაოს ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ქეთევან ლობჟანიძე მორიგე ექიმი იყო და გარდაცვლილ ფეხბურთელს მხოლოდ რამდენიმე საათით მკურნალობდა.

ცნობისთვის, თერაპიული განყოფილების ექიმი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეში უკვე მესამე ბრალდებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ კი საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.