ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში. ქვეყანაში ვირუსების შემთხვევებმა მოიმატა. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც. სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადად, „ა“ ტიპის ვირუსები ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც. სპეციალისტები სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, რესპირატორული ვირუსების შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ, ამიტომ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. კვლავ აქტუალურია რეკომენდაციების შესრულებაც – აცრა, პირბადის ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ.