დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება

00:44, 04.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.

ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამგზავრებამდე თეთრ სახლში UFC-ს ბრძოლები გაიმართება. მისი თქმით, ეს აშშ-ის  ისტორიაში ყველაზე გასართობი საღამო იქნება.

როგორც „სიენენი“ წერს, „დიდი შვიდეულის“ სამიტში დონალდ ტრამპის მონაწილეობა ზოგიერთ მოკავშირესთან დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.

ცნობისთვის, გასულ წელს დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული დაძაბულობის გამო.

მსგავსი