დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი თუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანდებიან, მათი დამარცხება წარმოუდგენელი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ გაერთიანდებიან, მათი დამარცხება წარმოუდგენელი იქნება.
„ორივე ძალიან ნიჭიერია. ორივე შესანიშნავია. ორივე მომწონს. მომწონს ისინი ერთად. ეს შესანიშნავი იქნებოდა. არ ვიცი, როგორ დაამარცხებენ მათ, თუ ისინი ერთად იქნებიან. ჯეი დი და მარკო შესანიშნავი გუნდი იქნებოდნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა პარტიის სავარაუდო კანდიდატად მოიაზრებიან.