42° პარალელი - კუბელი ექიმები პანდემიის წინააღმდეგ - კუბის სამედიცინო დიპლომატია / კორონაბონდები: ორ ბანაკად გაყოფილი ევროპა
  • იტალიაში კუბელ ექიმთა სამედიცინო ექსპედიციას ფართო საერთაშორისო გამოხმაურება და ერთ-ერთ პირველ მაგალითად იქცა პანდემიასთან კოლექტიური ინტერნაციონალური ბრძოლისთვის. თუმცა კუბელთა მისია მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში პირველი შემთხვევა არ ყოფილა – კუბის მედიკოსთა ადამიანური კაპიტალი ქვეყნის სამედიცინო დიპლომატიის მთავარი ღერძია, რითაც კუბა საერთაშორისო ასპარეზზე ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს.
  • ვირუსის პანდემიით გამოწვეულ მოსალოდნელ კრიზისზე საპასუხო პოლიტიკამ ევროზონა კვლავ ორ ბანაკად გაყო.
    პოლიტიკური დისკუსიის თემა გახდა ე.წ. “კორონაბონდების” საკითხი, რომელსაც საფრანგეთის და იტალიის ლიდერობით ევროზონის 14 წევრი ქვეყანა ემხრობა, ხოლო მეორე ნაწილი, გერმანიისა და ნიდერლანდების ლიდერობით, ეწინააღმდეგება.
    მათე გაბიცინაშვილი მოგვითხრობს რაში მდგომარეობს მათი ინტერესტთა კონფლიქტის საფუძველი.

42° პარალელი