უფასო სამედიცინო კვლევები საქართველოს რეგიონებში

სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი – მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად და პროფილაქტიკურ კვლევებში ჩასართავად რეგიონებში მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს.

ნოემბრის ჩათვლით ექიმები მოივლიან ყველა რეგიონს და ადგილობრივებს კონსულტაციებთან ერთად მრავალპროფილურ სკრინინგ-გამოკვლევებს ჩაუტარებენ. სკრინინგ-პროგრამა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების, ინფექციების და არაგადამდები დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ისახავს მიზნად. თბილისთან შედარებით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ სკრინინგ-პროგრამებში ჩართულობა მკვეთრად დაბალია რეგიონებში – ეს იმ ფონზე, როცა ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის.